თბილისში გაიმართა აქცია „სამართალი ხოჯალის“ – ფოტო

 თბილისში გაიმართა აქცია „სამართალი ხოჯალის“ – ფოტო

თბილისში ჩატარდა ხოჯალის გენოციდის 28 წლის წლისთავთან დაკავშირებული ინფორმაციული კამპანია.

NewsBureau იუწყება, რომ აქციაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა.

აქციის მონაწილეებს ეცვათ ჟილეტები წარწერით “სამართალი ხოჯალის” და აზერბაიჯანულ, ქართულ, ინგლისურ ენებზე გააჟღერეს ლოზუნგები „არა ოკუპაციას!“ აქციაში შაბნამ ჰუსეინლიმ ქამანჩაზე ნაღვლიანი ჰანგები ააჟღერა.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა დაარიგეს ბროშურები ხოჯალის ტრაგედიის შესახებ.

მსგავსი ამბები