• 15.08.2020

ბაქოდან ჩამოტანილი წიგნები თბილისის აზერბაიჯანულენოვან სკოლაში იქნა წარმოდგენილი – ფოტო

 ბაქოდან ჩამოტანილი წიგნები თბილისის აზერბაიჯანულენოვან სკოლაში იქნა წარმოდგენილი – ფოტო

ბაქოში მოხალისეებმა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის შეგროვილი წიგნები თბილისის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანულენოვან 73-ე საჯარო სკოლაში წარმოადგინეს.

NewsBureau იუწყება, რომ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დირექტორი ლეილა ალიევა, საელჩოს თანამშრომლები, „ახალი აზერბაიჯანის პარტიის“ საბუნჩუს რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე მისირხან ჰასანოვი, სკოლის დირექტორი სალმან ფირმამმადოვი და სკოლის მოსწავლეები.

სასწავლო დაწესებულებაში 200-მდე წიგნი იქნა წარმოდგენილი. ახუნდოვის სახელობის მუზეუმს კი 100 წიგნი გადაეცა. შეხვედრაზე წიგნის აქციამ მოწონება დაიმსახურა და აღინიშნა, რომ სკოლას სჭირდებოდა ეს მარაგი.

აქცია ასევე გავრცელდება საქართველოს სხვა აზერბაიჯანულენოვან სკოლებში. აღსანიშნავია, რომ წიგნის აქცია ორგანიზებულ იქნა „ახალი აზერბაიჯანის პარტიის“ მოხალისეებისა და „აზერბაიჯანის წიგნის ცენტრის“ მოხალისეების მიერ, აზერბაიჯანში გამოცხადებული “მოხალისეობის წლის” ფარგლებში.

წიგნები ძირითადად მოიცავს აზერბაიჯანულ ლიტერატურას, ხელოვნებას, მსოფლიო და საბავშვო ლიტერატურას.

მსგავსი ამბები