• 30.03.2020

სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ფარიხანუმ სოფიევას შესახებ ისაუბრა

 სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ფარიხანუმ სოფიევას შესახებ ისაუბრა

”საქართველო პროგრესული ქვეყანაა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით.”

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

სახელმწიფოს მეთაურის აზრით, 1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი აქტიური და პასიური ხმის მიცემას ითვალისწინებდა. ”ამ დროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ხუთი ქალი აირჩიეს, მათ შორის, პირველი მუსლიმი ქალი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველო მზად არის უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა და შესაძლებლობები კაცებისთვისა და ქალბატონებისთვის საზოგადოების ყველა დონეზე.

საქართველოში მუსულმანური სამყაროს პირველი ქალი დეპუტატი იყო ეთნიკური აზერბაიჯანელი ფარიხანუმ სოფიევა. იგი დამოუკიდებელი კანდიდატივით აირჩიეს თბილისის მაზრიდან. იგი გარდაიცვალა 1953 წელს. მის საფლავზე, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, 2018 წლის ივნისში მემორიალური დაფა აღმართეს.

ფარიხანუმ სოფიევა

მსგავსი ამბები