• 25.01.2020

სტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

 სტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.

საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურგში „Droits de l’homme“-ის გაჩერებაზე მოხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, სტრასბურგის მერის მოადგილემ და საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს.

პირველმა სტუმრებმა გაჩერება „Droits de l’homme“-იდან „République“-ის მოედნამდე იმოძრავეს. ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში 6 თვე ივლის.

მსგავსი ამბები