• 24.09.2020

2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში ერთმა მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა

 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან უცხოეთში ერთმა მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა

საქართველოს ტერიტორიიდან 2019 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1.0 მილიონი გასვლა დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასვლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

„2019 წლის მე-3 კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, საქსტატის ცნობით 2019 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 526.6 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 417.7 ათასი ტურისტული და 281.8 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 61.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 33.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.3 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 34.9 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების-ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა შედგა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 350.5 ათასი და 122.2 ათასი ვიზიტი.

ამასთან, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.5 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.0 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.  

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 599.9 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი, 857.7 ლარს გაუტოლდა.

1tv.ge

მსგავსი ამბები