• 17.02.2020

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა

 ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა

გვიან ღამით ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში ხანძრის შედეგად 7 სახლი და 5 დამხმარე ნაგებობა დაიწვა.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

სავარაუდოდ, ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია.

“დაშავებული საბედნიეროდ, არავინ არ არის. სასწრაფო დახმარებამ ერთ პირს ადგილზე გაუწია დახმარება. ემოციური ფონი ჰქონდა. ცეცხლი ღამის 03:00 საათზე გაჩნდა. ყველას ეძინა. ერთმა მეზობელმა დაინახა და ყვირილზე გაეღვიძათ. ახლოს იყო ხის სახლები და ცეცხლი უცებ გავრცელდა,” – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

IPN

მსგავსი ამბები