საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა

 საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა

2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 314 ადამიანი და დაშავდა – 5 212.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოსა და დედაქალაქში საგზაო შემთხვევათა და დაშავებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა გაზრდილია.

მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე დაიღუპა 14 (16 წლამდე მოზარდი), ხოლო დაშავდა 579 მოზარდი.

დედაქალაქში 2019 წლის იანვარ-აგვისტოში სულ 1820 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რა დროსაც 64 ადამიანი დაიღუპა, 2182 დაშავდა.

მსგავსი ამბები