საქართველოში რეგისტრირებულია 717 მრავალშვილიანი ოჯახი

 საქართველოში რეგისტრირებულია 717 მრავალშვილიანი ოჯახი

მიმდინარე წლის 27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 717 მრავალშვილიანი ოჯახი. ეს არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მონაცემები, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ გამოითხოვა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოში 51,1 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა. აქედან 19,3 ათასზე მეტი იყო პირველი შვილი ოჯახში, 19,4 ათასზე მეტი იყო მეორე შვილი, ხოლო 9,2 ათასზე მეტი – მესამე.

დახმარებას იღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება მიიღებს.

ოთხშვილიან ოჯახს ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად ყოველთვიურად 20 ლარს და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 10 ლარს ჩაურიცხავენ.

მსგავსი ამბები