• 13.08.2020

საქართველოს რეგიონებში აშენდება 63 ახალი სკოლა, ხოლო 88 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

 საქართველოს რეგიონებში აშენდება 63 ახალი სკოლა, ხოლო 88 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2019-2020 წლებში საქართველოს რეგიონებში აშენდება 63 ახალი სკოლა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 88 სკოლას, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაწყებულია 48 ახალი სკოლის პროექტირების-მშენებლობის სამუშაოები, 83 სკოლის რეაბილიტაციის პროექტორების სამუშაოები და ორი სკოლის სრული რეაბილიტაცია.

ყველა სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მსგავსი ამბები