აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“

 აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“

7 აგვისტო, 2020 | 18:20

აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დაფუძნებული შეთანხმებული ფორმატის ფარგლებში“, – აღნიშულია სამინისტროს განცხადებაში. /ImediNews/

მსგავსი ამბები