• 07.07.2020

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრატისლავაში 4 დეკემბერს გაიმართება

 სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრატისლავაში 4 დეკემბერს გაიმართება

ბრატისლავაში 4 დეკემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობითა და მონაწილეობით შედგება.

შეხვედრა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში შედგება. ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის დედაქალაქში მინისტერიალი 5-6 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი ამბები