• 07.07.2020

გიგი წერეთელმა სომხეთის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები გამართა

 გიგი წერეთელმა სომხეთის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ევროპული საქართველოს ფრაქციის თავჯდომარე, გიგი წერეთელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრს ნიკოლ პაშინიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

შეხვედრებზე რეგიონული უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში ეუთოს განსაკუთრებულ როლსა და სომხეთში მიმდინარე ფართომასშტაბიან რეფორმებში ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბრის თემას საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობებიც წარმოადგენდა. გიგი წერეთლის განცხადებით, სომხეთი საინტერესო მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებისგან საზოგადოების ნების წინააღმდეგ წასვლა არ მთავრდება ხელისუფლების გამარჯვებით.

„ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა სომხეთის ხელისუფლების პირველ პირებთან. მათ შორის საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ პაშინიანთან. ვისაუბრეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. სომხეთი ყარაბახის კონფლიქტიდან გამომდინარე, ეუთოს ყურადღების ცენტრია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მედიაციის კუთხით. ასევე ბუნებრივია საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, ჩვენ მეზობლები ვართ, ძალიან ახლო პარტნიორები და ეს ურთიერთობა უნდა იყოს ძალიან მჭიდრო და ურთიერთმომგებიანი. ასევე ვიტყოდი, რომ სომხეთი მნიშვნელოვანი მაგალითია იქ მიმდინარე პროცესების გამო, განსაკუთრებით რევოლუციური გარდაქმნების შემდეგ და ასევე საინტერესო მაგალითია, როდესაც ხელისუფლება მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ, ის მაინცადამაინც კარგ შედეგს ვერ აღწევს, ის უმეტეს შემთხვევაში მარცხდება, ამიტომ ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს“, – განაცხადა გიგი წერეთელი.

მსგავსი ამბები