აზერბაიჯანს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

 აზერბაიჯანს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

აზერბაიჯანის პარლამენტმა ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურა დაამტკიცა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ პოსტს ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ალი ასადოვი დაიკავებს.

ასადოვის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. მანამდე ქვეყნის პრემიერი ნოვრუზ მამედოვი იყო, რომელმაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გადადგომის თხოვნით მიმართა.

გავრცელებული ცნობით, პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება პენსიაზე გასვლის გამო მიიღო.

მსგავსი ამბები