• 15.08.2020

ჯაფარიძე: ყარაჯალარის ჩაკეტვა კრიმინალური სიტუაციისა და გახმაურებული საქმეების გადაფარვის მცდელობაა

 ჯაფარიძე: ყარაჯალარის ჩაკეტვა კრიმინალური სიტუაციისა და გახმაურებული საქმეების გადაფარვის მცდელობაა

24 ივლისი 2020 | 20:56

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ჩაკეტვას თავის ფეისბუქ გვერდძე გამოეხმაურა, პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ყარაჯალარის დაკეტვა არის, გაქცეული კრიმინალური სიტუაციის და გახმაურებული საქმეების გადაფარვის იაფფასიანი მცდელობა

სხვა არაფერი და ყარაჯალარს, იმიტომ მიადგნენ, რომ ყველა მთავრობის წარმოდგენით ‘აზერბაიჯანლები მორჩილი ხალხია და არ იხმაურებენ ბევრს’ ზუსტად ისე როგორც ადრე მიადგნენ მარნეულს და ბოლნისს რა ხდებოდა მარნეულსა და ბოლნისში ისეთი რაც არ ხდებოდა თბილისში? რაც არ ხდებოდა საბურთალოზე?

რა ხდება დღეს ყარაჯალარში ისეთი, რაც არ ხდება თბილისში? რაც არ ხდება საბურთალოზე? მარტო იქ არის ვირუსი? სხვაგან არსად? რატომ არ დაიკეტა თბილისი? ან თბილისის რომელიმე უბანი/უბნები? თბილისში არ გვყავს ინფიცირებულები?

დღეს ვცადე გარკვევა რამდენი ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირებულია თბილისში მთავრობის ცხელ ხაზზე მითხრეს – ჩვენ არ გვაქვს ეგ ინფოო ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე არ პასუხობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში მითხრეს ნახევარ საათში დაგირეკავთ და გეტყვითო ნახევარ საათში დამირეკეს და ოფიციალური წერილით მოგვმართეთ და 10 დღეში გიპასუხებთო 10 დღეში მოგწერთ თბილისში რამდენია ინფიცირებულიო

ალბათ ყარაჯალარშია ის ხალხი ვინც თვლა იცის”- წერს ჯაფარიძე

შეგახსნებთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები დღეს ამოქმედდა, ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მსგავსი ამბები