• 07.07.2020

სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ – თურქეთის ელჩი პატრიარქს

 სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ – თურქეთის ელჩი პატრიარქს

საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის თქმით, 20 წლის განმავლობაში თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა “ძალიან აღიზიანებთ ჩვენს არაკეთილისმსურველებს”.

ამის შესახებ ფატმა სერენ იაზგანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და ელჩების შეხვედრაზე განაცხადა.

“როგორც ნატო-ს წევრი ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი აქვს საქართველოსთან, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხაზგასმით აღვნიშნავ თქვენს პირად უზარმაზარ წვლილს თურქ და ქართველ ხალხს შორის დამყარებულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს იწვევდით და იწვევთ საქართველოში, რათა გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობას. ეს ძალიან დიდი კავშირია ჩვენ ქვეყნებს შორის. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენ შორის გაჩენილი ასეთი სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან აღიზიანებთ ჩვენს არაკეთილისმსურველებს. სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

მისი თქმით, თურქეთის მთავრობა და პირადად ელჩი ყველაფერს გავაკეთებენ იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ პროპაგანდას, რომელიც ცდილობს, შუღლი გააღვივოს მრავალეროვან და მულტირელიგიურ საქართველოში.

მსგავსი ამბები