• 07.12.2019

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

 საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით გახდება. ამასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრები დღეიდან დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე დაგეგმილია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

მსგავსი ამბები