• 07.12.2019

ვახტანგ გომელაური: აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია

 ვახტანგ გომელაური: აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, ასევე, საუბარი იყო საზღვრის პრობლემებზე“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომის შემდგომ განაცხადა. მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე საიდუმლო შესყიდვებს.

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, ვისაუბრეთ საიდუმლო შესყიდვებზე, რაც ძალიან მცირე აქვს შსს-ს სხვა ძალოვან სტრუქტურებთან შედარებით და იმაზე, თუ რას ვგეგმავთ 2020 წელს, რის შესყიდვას ვაპირებთ, ბიუჯეტი როგორ არის გაწერილი. ასევე, ვისაუბრეთ ხელფასების ზრდის თემაზე, 2019 წელს რამდენ ადამიანს მოემატა ხელფასი, რა რაოდენობით და რას ვაპირებთ 2020 წელს, თუ რამდენ ადამიანს რა რაოდენობით მოემატება. იყო საუბარი საზღვრის პრობლემებზე, აქ რამდენიმე მიმართულებით გვაქვს პრობლემები, ვთქვათ, იგივე აზერბაიჯანის მიმართულებით, ამაზე იყო საუბარი და ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა, დემარკაცია-დელიმიტაციის თემაზე პრობლემა გვაქვს ასევე სომხეთთან, მოგეხსენებათ, ეს ძალიან შრომატევადია და ამას ერთ თვეში და ერთ წელში არ ველოდებით, რომ რაღაც უცებ გადაწყდება ეს ყველაფერი, ამაზე ვმუშაობთ. ამ თემებზე ვისაუბრეთ და კიდევ სხვადასხვა თემას შევეხეთ”, – განაცხადა გომელაურმა.

IPN

მსგავსი ამბები