• 17.02.2020

პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

 პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. მთავარი საკითხი, რაზეც დეპუტატები დავით ზალკალიანს კითხვებს დაუსვამენ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

„კითხვები გვექნება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ დღის წესრიგშია. ეს ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, დეოკუპაციას, არაღიარების პოლიტიკას, ევროკავშირსა და ნატოს-თან თანამშრომლობას, სამომავლო გეგმებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას,” – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ.

საპარლამენტო ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრთან ძირითადი კითხვები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ექნება.

„გვექნება კითხვები საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც გვაქვს დღეს, რაც უკავშირდება რუსეთისადმი მავნებლურ განწყობას. მათ შორის იქნება შეკითხვები ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრაზე, ამ შეხვედრის ორგანიზებაზე,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

მსგავსი ამბები