• 25.11.2020

დავით ზალკალიანი: დავით გარეჯი არის ღია საკითხი

 დავით ზალკალიანი: დავით გარეჯი არის ღია საკითხი

დავით გარეჯი არის არა სადავო, არამედ ღია საკითხი, რადგან სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ჩვენ სადავო საკითხები არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„არ მინდა, სადავო საკითხები დავარქვა ამას, რადგანაც მეზობლებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიც არის აზერბაიჯანი, ჩვენ სადავო საკითხები არ გვაქვს. ეს არის ღია საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დელიმიტაცია – დემარკაციასთან”.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ, რადგან ნომერ პირველი ამოცანა საქართველოსთვის სტატუს-კვოს აღდგენაა. „პარალელურად, რა თქმა უნდა, კომისიამ უნდა გააგრძელოს კომისიის ფარგლებში არსებულ ყველა თემატიკაზე მსჯელობა. გვაქვს იმის განცდა, რომ უახლოესი კომისიის შეხვედრა უკვე თბილისში გაიმართება. ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან მზაობაა, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს საქართველოში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი ამბები