• 17.02.2020

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გადაიდო

 საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.

ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თანახმად გადაწყვეტილება თურქული მხარის თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

შეხვედრის ახალი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების წინა შეხვედრა სტამბოლში გასული წლის 29 ოქტომბერს შედგა.

მსგავსი ამბები