• 17.02.2020

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი

 იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სლოვენიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის, მათეი ტონინის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელმაც სტოლტენბერგს ჰკითხა, „როდის ვიხილავთ საქართველოს ნატო-ს სრულუფლებიან წევრად“?

იენს სტოლტენბერგის თქმით, სრულუფლებიანი წევრობის გარდაც, მათ საქართველოსთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა აქვთ.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებისა და გაძლიერებისკენ.

მსგავსი ამბები