• 26.09.2020

გიორგი გახარია: “ომი არ არის გამოსავალი”

 გიორგი გახარია: “ომი არ არის გამოსავალი”

იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გენერალური ასამბელის შტაბბინაში, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთულესი პრობლემების მოგვარებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვერდაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო კანონმდებლობა და მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან.

„ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის საერთაშორისო წესები, საერთაშორისო კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ამ გადმოსახედიდან, სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ომი არ არის გამოსავალი. ცივი, პრაგმატული პოლიტიკა არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ველაპარაკოთ ყველას, რათა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავყაროთ საფუძველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი ამბები