• 26.09.2020

ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

 ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს, დურსუნ ჰასანოვს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩმა ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შესახებ აზერბაიჯანელი კოლეგის ოფიციალური მისალოცი წერილი გადასცა.

მათივე ცნობით, ვახტანგ გომელაურმა მეზობელი ქვეყნის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს ოფიციალური მისალოცი წერილის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში ვიზიტის დაგეგმვის მზაობა გამოთქვა.

მსგავსი ამბები