• 15.12.2019

დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

 დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან აღარ ამოქმედდება. მთავრობის დადგენილების მიხედვით, რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან შევა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დადგენილება 15 ნოემბერს გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის გადავადებას ბიზნესი და იმპორტიორები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვდნენ. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ იობაშვილი აცხადებდა, იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს ამოქმედდა დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმები, მაშინ აზერბაიჯანს ჩაანაცვლებს რუსეთი. რუსეთის ხვედრითი წილი ახლაც დიდია და შემდეგ უფრო მეტად გაიზრდება“.

BPN

მსგავსი ამბები