• 16.12.2019

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ოთხი პროცენტით გაიზარდა

 საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი ოთხი პროცენტით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 4 555 673 მგზავრს მოემსახურა. ეს ოთხი პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4 362 002 მგზავრი).

რაც შეეხება ოქტომბერს, მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 284,442 მგზავრს მოემსახურა, რაც -15 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 335094 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის ერთი პროცენტით კლებაა 10 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,255,965 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,286,344 მგზავრი).

10 თვის ჯამში, ადგილობრივი აეროპორტებით 8,755 მგზავრმა ისარგებლა რაც 16 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 7,579 მგზავრი).

მსგავსი ამბები