• 16.12.2019

დელი-თბილისი-დელის პირველი რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება

 დელი-თბილისი-დელის პირველი რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo (InterGlobe Aviation Limited) შემოდის. დელი-თბილისი-დელის პირველი რეგულარული რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება. პირდაპირი ავიარეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

2019-2020 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, რომელიც 28 მარტს სრულდება, ფრენები ყოველდღიურად, კვირაში შვიდჯერ შესრულდება. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, რომელიც მარტიდან ოქტომბრამდე გრძელდება, ამისთვის კომპანიამ დამატებითი ნებართვა უნდა მოიპოვოს.

IndiGo-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა. ინდოეთსა და საქართველოს შორის რეგულარული მიმოსვლა აქამდე არ ყოფილა.

მსგავსი ამბები