• 07.12.2019

2020-2021 წლებში ბუნებრივ აირს დამატებით 20 ათასი აბონენტი მიიღებს

 2020-2021 წლებში ბუნებრივ აირს დამატებით 20 ათასი აბონენტი მიიღებს

2020-2021 წლებში ბუნებრივ აირს დამატებით 20 ათასი აბონენტი მიიღებს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის განახლებული ვერსია წარადგინა.

„თვითმმართველობის წინადადებებზე დაყრდნობით, იმაზე რომ გარკვეული ეკონომია გვაქვს გაზიფიცირების განხორციელებაში, მოვახერხეთ და შევძელით, რომ 100 დასახლებული პუნქტი მიემატება ადრე დამტკიცებულ რაოდენობას და ეს არის 20 ათასამდე დამატებითი აბონენტი, ანუ 20 ათასი დამატებითი ოჯახი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც 2020-ში და 2021- ში მიიღებს ბუნებრივ აირს. რაც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი ოჯახებისთვის, მათი ყოფის გაუმჯობესებისთვის და მცირე ბიზნესის შესაბამისი პირობების შესაქმნელად,“- განაცხადა თურნავამ.

IPN

მსგავსი ამბები