• 13.08.2020

მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი 4,3%-ით შემცირდა

 მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი 4,3%-ით შემცირდა

2019 წლის იანვარსექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავი იმპორტმა შეადგინა  779,4 ათასი ტონარაც 35,0  ათასი ტონით ანუ 4,3%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (814,4 ათასი ტონა).

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 9 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან – 231.7  ათასი ტონარაც მთელი იმპორტის 29,7%- შეადგენსშემდეგ  მოდიანრუმინეთი – 215.5 ათასი ტონა (27.6%),  აზერბაიჯანი – 122,4 ათასი ტონა (15.7%), თურქმენეთი – 87.9 ათასი ტონა (11.3%);   ბულგარეთი  – 68,3 ათასი ტონა (8,8%),   საბერძნეთი –  45,9 ათასი ტონა (5,9%) და სხვ.

რაც შეეხება 2019 წელსპირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 403,4 ათასი ტონარაც 2 ათასი ტონით (0,5% )  ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

განსაკუთრებით შემცირებულია დიზელის საწვავის იმპორტი კერძოდ: 2019 წელსპირველი თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 376,0 ათასი ტონარაც  33,1 ათასი ტონით (8,0%)  ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მსგავსი ამბები