• 12.08.2020

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

 აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

აზერბაიჯანში ტურიზმის განვითარების მხარდამჭერმა ეროვნულმა ორგანიზაციამ, აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭომ, თბილისის შუაგულში ვიზიტორთა ცენტრი „Azerbaijan.Travel” გახსნა. გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები, მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს უნიკალურ კონცეფციას, რამეთუ ის ხალხს საშუალებას აძლევს, გაეცნონ იმ მრავალფეროვან გამოცდილებებს, რომლებსაც მათ სთავაზობს აზერბაიჯანი. საინფორმაციო სტენდებთან ერთად, ცენტრში განთავსდება ტურისტული სააგენტო, რომელიც ვიზიტორებს გააცნობს დეტალებს ტურებსა და მოგზაურობების შესახებ და მათ მისცემს აღნიშნული ღონისძიებების დაჯავშნის საშუალებას.

ვიზიტორთა ცენტრი, აზერბაიჯანულ მხარესთან, ერთად საზეიმო ვითარებაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

ვიზიტორთა ცენტრი, აზერბაიჯანულ მხარესთან, ერთად საზეიმო ვითარებაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

მსგავსი ამბები