• 13.08.2020

საქართველოს ეკონომიკა 5.8 პროცენტით გაიზარდა

 საქართველოს ეკონომიკა 5.8 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის 8 თვეში საშუალო ზრდა 5 პროცენტი იყო.ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, ტრანსპორტში, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში.

საერთო მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, რამდენიმე სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. კერძოდ, ის დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

მსგავსი ამბები