• 13.08.2020

სოფელ ხანჯიგაზლოს მოსახლეობა სრულად გაზიფიცირდა

 სოფელ ხანჯიგაზლოს მოსახლეობა სრულად გაზიფიცირდა

26 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა, ,,სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ დირექტორმა მაჰირ მამმედოვმა, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა სოფელ ხანჯიგაზლოში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს.

მშენებლობა განახორციელა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზმა“. აშენდა 7400 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი.

გაზიფიცირების სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა მიეცა სოფელ ხანჯიგაზლოში მცხოვრებ 127 ოჯახს. დღეის მდგომარეობით ქვემო ქართლში ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 117 200-ზე მეტი ოჯახი.

შოთა რეხვიაშვილმა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, კიდევ უფრო მეტად, აძლიერებს და ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი მანუჩარ მერაბიშვილი.

აზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა განახორციელა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ. გაზსადენის სიგრძე 3049 გრძივი მეტრია. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა სოფელ ნიგოზას 90 ოჯახს მიეცა. აშენებული გაზსადენის ექსპლუატაციას განახორციელებს კომპანია „სოკარჯორჯია გაზი“.

მსგავსი ამბები