• 13.08.2020

საქართველოში სულ 10 573 უცხოელი მუშაობს

 საქართველოში სულ 10 573 უცხოელი მუშაობს

საქართველოში შრომითი მიგრანტების რაოდენობა იზრდება.

შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში უცხო ქვეყნის 11 697 მოქალაქე მუშაობდა, რაც თითქმის 300 დასაქმებულით მეტის წინა წელთან შედარებით. ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 11 402 უცხოელი იყო დასაქმებული.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ივლისს, 7 თვის მონაცემებით საქართველოში სულ 10 573 უცხოელი მუშაობს. საერთო ჯამში კი საქართველოში სულ 124 ქვეყნის მოქალაქე მუშაობს.

  • თურქეთი – 2 539

  • აზერბაიჯანი – 1 210

  • უკრაინა – 1 181

  • რუსეთი – 964

  • ირანი – 832

  • ჩინეთი – 818

  • სომხეთი – 469

  • ინდოეთი – 362

  • ყაზახეთი – 205

  • ბელორუსია – 176

BPN

მსგავსი ამბები