• 30.03.2020

ქართულ ტელეარხზე აზერბაიჯანული ცეკვა იქნა წარმოდგენილი – ფოტო+ვიდეო

 ქართულ ტელეარხზე აზერბაიჯანული ცეკვა იქნა წარმოდგენილი – ფოტო+ვიდეო

გუშინ Post TV-ის გადაცემა „ფოსტ-ალიონი“ საერთაშორისო დედა ენის დღეს მიეძღვნა.

NewsBureau იუწყება, რომ გადაცემაში ადგილი დაეთმო აზერბაიჯანულ ენასა და კულტურას.

დილის გადაცემაში ანსამბლი „ჯეირანის“ ყველაზე პატარა სოლისტებმა, თურან და გიულლუ აბდულაევებმა, შეასრულეს აზერბაიჯანული ცეკვა „ნუ მენაზები“. საცეკვაო ნომერი აღტაცებითა და ტაშით იყო მიგებებული.

გადაცემაში სტუმრად მიწვეული იყო საქართველოს აქტიურ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე გულია (გულთაკინ) მუსტაფაევა.

მან წამყვანებსა და სტუმრებს აზერბაიჯანულად რამდენიმე მისალოცი სიტყვით მიმართა და განმარტა მათი მნიშვნელობა ქართულ ენაზე. მუსტაფაევამ საცეკვაო ნომრის შესახებაც აცნობა მასპინძლებს.

Beynəlxalq Ana Dili Günü üçün təşkil olunan Post TV-nin səhər buraxılışında, "Ceyran" azərbaycan rəqs ansamblın ən kiçik solistləri Turan və Güllü Abdulayyevlər çixiş etdi.

Опубликовано Ceyran Ansamblı / ანსამბლი "ჯეირანი" Пятница, 21 февраля 2020 г.

მსგავსი ამბები