• 21.02.2020

გოგი მეშველიანი აზერბაიჯანელი პოეტის ზელიმხან იაგუბის 70 წლის იუბილეს დაესწრო – ფოტო

 გოგი მეშველიანი აზერბაიჯანელი პოეტის ზელიმხან იაგუბის 70 წლის იუბილეს დაესწრო – ფოტო

საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში, აზერბაიჯანის სახალხო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ზელიმხან იაგუბის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. „მქონდა პატივი, პირადი ურთიერთობები მქონოდა მასთან.

ის იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი, რომლის ხსოვნას სათანადო პატივი უნდა მივაგოთ“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გოგი მეშველიანმა ღონისძიება გარდაცვლილი სახალხო პოეტის სახლში მოეწყო.

ზელიმხან იაგუბი ქვემო ბოლნისში დაიბადა. ცნობილი პოეტი აზერბაიჯანის მილიმეჯლისის ორი მოწვევის დეპუტატი იყო. საიუბილეო საღამოზე გაიხსენეს პოეტისა და საზოგადო მოღვაწის შემოქმედება და ისაუბრეს მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე.

ზელიმხან იაგუბის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსლან გაჯიევი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი.

მსგავსი ამბები