• 07.07.2020

თეატრი „ერა“-ს სპექტაკლი მარნეულში – ფოტო

 თეატრი „ერა“-ს სპექტაკლი მარნეულში – ფოტო

24 ნოემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლის სცენაზე, თეატრალურმა დასმა „ერა“,პიესის ავტორისა და რეჟისორის ანარ რაფიგოღლუს სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“ ქართულ ენაზე ითამაშა.

წარმოდგენას მარნეულის მერი ზაურ დარგალი, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები – თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეულ სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ თეატრი „ერა“ მარნეულში მაყურებლის წინაშე მესამედ წარსდგა.

სპექტაკლი მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატების – თამაზ ნავერიანის, რუსლან გაჯიევის და მარნეულის მერის ზაურ დარგალის მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი ამბები