• 01.04.2020

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

 „თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

მიმდინარე წელს „თბილისობის“ დღესასწაული 5-6 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

„გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, ეს არის რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე. მათ შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები. კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები, ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები.

ორბელიანის ღია ბაზარი, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები, მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი და სხვა საინტერესო ღონისძიებები გვექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი ამბები